ლოქჯანდარის ღვთისმშობელი 1189 წ.

ლოქჯანდარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებულია 1189 წელს. ტაძართან ყველაზე მეტად ახლოს სოფ. ფოლადაურია (ბოლნისის მუნიც.) 5 კმ-ში. თუმცა აქვეა დღევანდელი სოფ. ლოქჯანდარიც (დმანისი მუნიც), რომელიც ეკლესიიდან 8 კილომეტრით არის დაშორებული.
ეკლესიის ცენტრალური ნაწილის გადახურვა ჩანგრეულია. კონქი ამოყვანილია შირიმის ქვადრებით.
სამხრეთის კარის გარშემო ასომთავრული წარწერებია. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი აქვს მიდგმული.
ფასადის მორთულობა: ცოკოლი ერთ სართულიანი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; ტიმპანი; სარკმელი - თაღოვანი; კარიბჭე - პორტალი; კარნიზი (ლავგარდანი).

ტაძარი 2020 წლის მდგომარეობით არის მძიმე მდგომარეობაში, ტაძრის ცენტრალურ ნაწილში გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, ნართექსი (დას. მინაშენი) ერთ ადგილზე ჩანგრეულია. მის გადახურვაზე კი ხე-ბუჩქნარია ამოსული. სამხრეთის მინაშენი ჩანგრეულია. ტაძრამდე მისასვლელი გზა სამ ხიდიანი მანქანების მიერ გაფუჭებულია, ეკლესიამდე მისვლა ჯიპიესით, კარგი მაღალი გამავლობის მანქანითა და გამოცდილი მძღოლით არის შესაძლებელი.
ლოქჯანდარის ღვთისმშობლის ეკლესია 1189 წ.
ლოქჯანდარის ღვთისმშობლის ეკლესიის მინაშენი.

ლოქჯანდარის ღვთისმშობლის ეკლესიის მინაშენი.

ლოქჯანდარის ღვთისმშობლის საკურთხეველი და კონქი

ლოქჯანდარის ღვთისმშობელი, ტაძრის ცენტრალური ნაწილის გადახურვა ჩანგრეულია.
ლოქჯანდარის ეკლესია მაყვლნარით.

ლოქჯანდარის მინაშენი მაყვლნარის გარეშე
ლოქჯანდარის ღვთისმშობლის შესასვლელი.
ლოქჯანდარის შესასვლელი. ასომთავრული წარწერებით არის სავსე.
ლოქჯანდარის ღვთისმშობელი. 1189 წ.
ლოქჯანდარის ტაძრის ნართექსის გადახურვაზე ამოსული ხეები და ბალახი.
ლოქჯანდარის ტაძრის ნართექსის გადახურვაზე ამოსული ხეები და ბალახი.
ლოქჯანდარის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც მდუმარედ ელოდები მომლოცველს და მშველელს, რომელიც მას სრულად დანგრევისგან იხსნის.
დრონით გადაღებული ლოქჯანდარის ვიდეო - https://www.facebook.com/AkhvledianiAkhvl/videos/2213441432298058

უცხო სიტყვები:
ცოკოლი - რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და ცოტათი წინ არის გადმოწეული, ზეძირკველი.
ნართექსი - ძველი ქრისტიანული ეკლესიის შესასვლელი, რომელიც ძირითადად მიშენებული იყო დასავლეთის მხარის შესასვლელთან. განკუთვნილი იყო იმ პირებისთვის (კათაკმევლები) ვისაც ტაძრის მთავარ ნაწილში შესვლის უფლება არ ქონდა.
კონქი - მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა ჩვეულებრივ  ნახევარცილინდრული სადგომის.

გამოყენებული ლიტერატურა :
1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2. WIKIMAPIA.ORG.

Comments

  1. The Best Casino Games for Real Money - DrmCD
    If 목포 출장샵 you're looking 김포 출장샵 for the best casino games for 남원 출장마사지 your iPhone or iPad, then the 대구광역 출장샵 game is a must-have on your iPhone 전라북도 출장안마 or Android device.

    ReplyDelete

Post a Comment