Posts

ლოქჯანდარის ღვთისმშობელი 1189 წ.

Image
ლოქჯანდარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებულია 1189 წელს. ტაძართან ყველაზე მეტად ახლოს სოფ. ფოლადაურია (ბოლნისის მუნიც.) 5 კმ-ში. თუმცა აქვეა დღევანდელი სოფ. ლოქჯანდარიც (დმანისი მუნიც), რომელიც ეკლესიიდან 8 კილომეტრით არის დაშორებული. ეკლესიის ცენტრალური ნაწილის გადახურვა ჩანგრეულია. კონქი ამოყვანილია შირიმის ქვადრებით. სამხრეთის კარის გარშემო ასომთავრული წარწერებია. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი აქვს მიდგმული. ფასადის მორთულობა: ცოკოლი ერთ სართულიანი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; ტიმპანი; სარკმელი - თაღოვანი; კარიბჭე - პორტალი; კარნიზი (ლავგარდანი). ტაძარი 2020 წლის მდგომარეობით არის მძიმე მდგომარეობაში, ტაძრის ცენტრალურ ნაწილში გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, ნართექსი (დას. მინაშენი) ერთ ადგილზე ჩანგრეულია. მის გადახურვაზე კი ხე-ბუჩქნარია ამოსული. სამხრეთის მინაშენი ჩანგრეულია. ტაძრამდე მისასვლელი გზა სამ ხიდიანი მანქანების მიერ გაფუჭებულია, ეკლესიამდე მისვლა ჯიპიესით, კარგი მაღალი გამავლობის მანქანითა და გამოცდილი მძღოლით არის შესაძლებელი.